Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: შესაძლოა კომისიის შემსწავლელი კომისია დაგვჭირდეს


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის შემასწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია დაინტერესდა, სამინისტროს იმ 5 ოფიციალური გამომძიებლიდან, რომლებიც საქმეზე მუშაობდნენ, კომისიამ რატომ გამოკითხა მხოლოდ ერთი, ირაკლი ფიფია. „მოიყვანეთ 2 სხვა გამომძიებელიც, რომლებიც სერტიფიცირებულებიც კი არ იყვნენ არასრულწლოვანთა საქმეების გამოძიებაში, გამოძიებაში მონაწილეობაც არ მიუღიათ და მხოლოდ საკოორდინაციო ფუნქციას ასრულებდნენ. ასე თუ გავაგრძელებთ, შესაძლებელია კომისიის შემსწავლელი კომისია დაგვჭირდეს მალე” - განაცხადა გახარიამ. მის საპასუხოდ კომისიის წევრმა „ევროპული საქართველოდან“ გიგა ბოკერიამ განმარტა, რომ ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარეს შსს-ს საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ფიფია. „ბატონი ფიფია ხომ ხელმძღვანელი იყო ამ საგამოძიებო ჯგუფის, ანუ არაკომპეტენტური პირი ჩაუყენეთ ამ ჯგუფს სათავეში?!“ - მიმართა ბოკერიამ გახარიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG