Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ციხიდან უკრაინელი აქტივისტი გაათავისუფლეს


უკრაინელი აქტივისტი გაათავისუფლეს რუსეთის კოლონიიდან 3 აგვისტოს ოთხწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ. ოლექსანდრ კოსტენკო რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის სასამართლომ დამნაშავედ სცნო 2014 წელს, კიევში საპროტესტო გამოსვლების დროს უშიშროების ძალებზე თავდასხმის გამო. აქცია მიმართული იყო პრომოსკოვური პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ. კოსტენკო და მისი თანამებრძოლები თვლიან, რომ რუსეთს მათი გასამართლების უფლება არა ჰქონდა. რუსეთი თვლის, რომ შეეძლო კოსტენკოს გასამართლება, რადგან პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელსაც კოსტენკო დაესხა თავს, რუსეთის მოქალაქე იყო. მოსკოვმა უკრაინის არაერთ პოლიციელს მიანიჭა რუსეთის მოქალაქეობა. საგანგებო რაზმები ევრომაიდნის გამოსვლების დროს მშვიდობიან დემონსტრანტებს უწევდენ სასტიკ წინააღმდეგობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG