Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში შიიტთა მეჩეთზე თავდასხმისას თვითმკვლელებმა 20 ადამიანი მოკლეს


ავღანეთში, სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიღუპა შიიტურ მეჩეთზე თავდასხმის შედეგად. აღმოსავლეთში მდებარე ფაქთიის პროვინციის პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, თავდამსხმელებმა თავი აიფეთქეს მეჩეთში პარასკევის ლოცვის დროს. რაზ მოჰაად მანდოზაის თქმით, აფეთქებამდე თავდამსხმელებმა დახოცეს გუშაგები მეჩეთის შესასვლელთან. ისინი ბურკებითიყვნენ შემოსილი.დაიჭრა 30-ზე მეტი პირი.აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, მაგრამ წარსულში ასეთივე თავდასხმები აქვს მოწყობილი ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“, რომლის მებრძოლებიც აღმოსავლეთ ავღანეთშიც იმყოფებიან. ეს სუნიტი ექსტრემისტები ხშირად ესხმიან თავს ავღანეთში უმცირესობაში მყოფ შიიტებს. „ისლამურ სახელმწიფო“ მათ განდგომილებადმიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG