Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის უშიშროების ძალებმა თალიბანის ტყვეობიდან 61 პირი გაათავისუფლეს


ავღანეთის სპეციალურმა რაზმებმა თალიბანის მიერ დატყვევებული 61 პირი გაათავისუფლეს ჰელმანდის პროვინციაში. ელიტარული სამხედრო შენაერთის წარმომადგენელმა, ჯავიდ სალიმმა განაცხადა, რომ ოპერაცია 2 აგვისტოს ჩატარდა ქაჯაქის ოლქში, არეალში, სადაც თალიბანია გამაგრებული. მისი ცნობით, სულ მცირე ორი თალიბი მოკლეს იერიშის დროს. მომხდარის გარშემო თალიბანს კომენტარი არ გაუკეთებია. სალიმის თანახმად, ტყვები მძიმე პირობებში ჰყავდა თალმიბანს, ზოგი მათგანი აწამეს. მათი დატყვევების მიზეზი სხვადასხვაა, - ავღანეთის უშიშროების ძალებთან თანამშრომლობიდან დაწყებული, ადგილობრივ პოლიციაში სამსახურით დამთავრებული. ბოლო თვეებში ჰელმანდში ასეულობით ტყვე იქნა განთავისუფლებული ავღანეთის უშიშროების ძალების მიერ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG