Accessibility links

ანექსირებულ ყირიმში მოქალაქემ პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა


რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის მთავარ ქალაქ სიმფეროპოლში მოქლაქემ პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა. ყირიმელმა თათარმა, ვატან კარაბაშმა, რომელიც ადგილობრივი პრორუსული ხელისუფლების თავგასულობას აპროტესტებს, 3 აგვისტოს ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. იქ მყოფმა ადამიანება შეძლეს ცეცხლის ჩაქრობა და მისი გადარჩენა. მოქალაქეები, რომლებიც სიმფეროპოლის ქალაქის ადმინისტრაციის წინ შეიკრიბნენ, აპროტესტებდნენ ღობის მშენებლობას სტრელკოვაიას რაიონში. ამ ადგილზე, სადაც ყირიმელი თათრების სახლებიცაა, იგეგმება ე.წ. 9 ათას კაცზე გათვლილი „კრიმსკაია როზას“ რაიონის მშენებლობა. საცხოვრებელი სახლების გარდა პროექტი ითავლისწინებს სკოლების, საბავშვო ბაღების, სპორტული კომპლექსისა და მაღაზიების აგებას. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, რომელსაც „პროტესტის მინდორი“ უწოდეს, 2006 წლიდან ცხოვრობენ ყირიმელი თათრები და ცდილობენ მიიღონ ნებართვა მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის ან იჯარაში აღების თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG