Accessibility links

მოსკოვი მიიჩნევს, რომ ნატოს სწავლება საქართველოში „მილიტარისტულ განწყობებს ასაზრდოებს“


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ნატო-ს სწავლებების ჩატარება საქართველოში მილიტარისტურ განწყობებს ასაზრდოებს. „სტაბილურობა და უსაფრთხოება კონსტრუქტიული დიალოგია და არა ვერტმფრენები და ტანკები“, - განაცხადა მარია ზახაროვამ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ 1-ელ აგვისტოს გაიხსნა და 15 აგვისტოს დასრულდება. წვრთნაში მონაწილეობს საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ესტონეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, პოლონეთის, ნორვეგიის, თურქეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის და სომხეთის შეიარაღებული ძალების 3000-ზე მეტი სამხედრო. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ „ღირსეული პარტნიორი 2018“ სამშვიდობო სწავლებაა და იგი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. თუმცა, რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელის თქმით, „ამ სწავლების ჭეშმარიტი მიზანი ძალისმიერი ზეწოლის დემონსტრირებაა, პირველ რიგში სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთზე და რუსეთზე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG