Accessibility links

აშშ და თურქეთი კონსტრუქციულად ცდილობენ წამოჭრილი პრობლემების მოგვარებას


აშშ-ი და თურქეთის შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად იმუშაონ ორი ქვეყნის ურთიერთობაში წამოჭრილი პრობლემების მოსაგვარებლად. ამის შესახებ განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმდა „უაღრესად კონსტრუქციული“ უწოდა 3 აგვისტოს ამერიკელ კოლეგასთან, მაიკ პომპეოსთან სინგაპურში გამართულ მოლაპარაკებებს. ჩავუშოღლუ და პომპეო ერთმანეთს შეხვდნენ სინგაპურში მიმდინარე სამხრეთ აღმოსავლეთი აზიის სახელმწიფო ფორუმის ფარგლებში. ამ მოლაპარაკების ფონია ვაშინგტონის მიერ დაწესებული სანქციები თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ ტაიპ ეროდანის ორ დაახლოებული მინისტრის მიმართ, რომელსაც აშშ-ის მიიჩნევს დამნაშავედ პასტორ ენდრიუ ბრანსონის დაკავებაში. ანკარამ სანქციებს უწოდა დაუშვებელი. ნატოელ მოკავშირეებს უთხმოება აქვთ ასევე სირიის საკითხში. პასტორი ენდრიუ ბენსონი თურქეთში 20 წელიწადზე მეტია რაც ცხოვრობს. იგი 2016 წელს დააპატიმრეს ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების თაობაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG