Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლკოვნიკ ბუდანოვის მკვლელი დაიღუპა რუსეთის კოლონიაში


ჩეჩენი იუსუპ ტემერხანოვი, რომელიც მსჯავრდებული იყო რუსი პოლკოვნიკის მკვლელობაში, კოლონიაში გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. პატიმრის ადვოკატი როზა მაგომედოვა ცდილობდა ავადმყოფობის გამო ციხიდან მისი კლიენტის გათავისუფლებას, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო. რუსეთის არმიის ყოფილ პოლკოვნიკ იური ბუდანოვს 2003 წელს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ჩეჩენი გოგოს, ელზა კუნგაევას სასტიკი მკვლელობისათვის. ჩეჩნეთში მიმდინარე მასობრივი პროტესტის მიუხედავად, 2009 წლის იანვარში პოლოკოვნიკი ვადაზე ადრე გაათვისუფლეს საპატიმროდან. 2011 წლის ივნისში ბუდანოვი მოკლეს მოსკოვში ერთ-ერთისანოტარო ბიუროს წინ. გამოძების ვერსიით, იუსუპ ტემერხანოვმა მას ტყვია რვაჯერ დაახალა. 2013 წლის მაისში ტემერხანოვს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობისა და იარაღის უკანონო შენახვისათვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG