Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა რუსულ ბანკს დაუწესა სანქციები ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობისათვის


აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსულ ბანკს დაუწესა სანქციები ჩრდილოეთ კორეის აკრძალული შეიარაღების პროგრამის „არსებითი გარიგების ხელშეწყობისთვის“კონკრეტული პირის მეშვეობით. სამინისტროს საგარეო აქტივების სააგენტოს მიერ 3 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში სანქციების სამიზნე აღმოჩნდა მოსკოვში მდებარე „აგროსოუზბანკი" (Agrosoyuz Commercial Bank), რომელიც დაეხმარა ჩრდილოეთ კორეას გვერდი აევლო გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებული სანქციებისათვის. ამავე ბანკმა ფინანსური გარიგება მოახდინა ჰან იანგ სუს სახელით, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მთავარი სავალუტო ბანკის Foreign Trade Bank-ის სპეციალური წარმომადგენელია მოსკოვში. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს თანახმად, მიუხედავად მითითებებისა, რუსული „აგროსოიუზბანკი“ დიდი ხნის განმავლობაში ახორციელებდა მილიონობით დოლარის გადარიცხვებს ჩრდილოეთ კორეის ბანკის ანგარიშების გამოყენებით. გაეროს უშიშროების საბჭომ დაადგინა წყება სანქციებისა, რომლებიც მიზნად ისახავს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინისათვის ძირითადი შემოსავლის წყაროების გადაკეტვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG