Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბინ ლადენის დედა: ჩემ შვილს „ტვინი გამოურეცხეს“ ექსტრემისტებმა


საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია "ალ ყაიდის" მოკლული ლიდერის ოსამა ბინ ლადენის დედა, რომელმაც პირველად მისცა ინტერვიუ დასავლურ მედიას, აცხადებს, რომ მის უბედურ შვილს „ტვინი გამოურეცხეს“ ექსტერმისტებმა, რომელთა შორისაც იგი ახალგაზრდობაში ცხოვრობდა. „ადამიანებმა უნივერსიტეტში შეცვალეს იგი. სულ სხვა ადამიანად აქციეს“, - განაცხადა ალია ღანემ გარდიანთან ინტერვიუში, რომელიც 3 აგვისტოს გამოქვეყნდა. ტერორისტის დედას მხედველობაში აქვს ბინ ლადენის ცხოვრების ის პერიოდი, როცა ოცი წლის ახალგაზრდა საუდის არაბეთში, ჯედაში ეკონომიკური ფაკულტეტის სტუდენტი იყო. ალი ღანე ადანაშაულებს აბდულა აზამს, მუსლიმთა საძმოს წევრს, რომელიც უნივერსიტეტში სწავლის დროს ბინ ლადენის სულიერი ლიდერი გახდა. „მე ყოველთვის მოვუწოდებდი მას, თავი შორს დაეჭირა ამ ხალხისაგან, მაგრამ იგი მიმალავდა, თუ რას საქმიანობდა, რადგან ძალიან ვუყვარდი“, - აცხადებს ინტერვიუში ოსამა ბინ ლადენის დედა. ტერორისტული დაჯგუფება „ალ ყაიდის“ ლიდერი ოსამა ბინ ლადები აშშ-ის სპეცრაზმმა 2011 წლის2 მაისს გაანადგურა პაკისტანის ტერიტორიაზე არსებულ მის საიდუმლო რეზიდენციაში. 2001 წლის ბოლოს აშშ-ი სამხედრო ძალით შეიჭრა ავღანეთში და დაამხო თალიბების რეჟიმი, რომელმაც თავშესაფარი მისცა ალ ყაიდის ლიდერს. ოსამა ბინ ლადენმა დაგეგმა საავიაციო ტერაქტები აშშ-ი, რასაც 2001წლის 11 სექტემბერს 3 ათასი კაცის სიცოცხლე შეეწირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG