Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე სტრასბურგში ვეღარ მიდიან


მალხაზ მაჩალიკაშვილი (მარჯვნივ), ელისო კილაძე და ზაზა სარალიძე
მალხაზ მაჩალიკაშვილი (მარჯვნივ), ელისო კილაძე და ზაზა სარალიძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ დრომდე არ გამოხმაურებია, ზაზა სარალიძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის განცხადებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ განცხადების ან კომენტარის გაკეთების შემთხვევაში შეატყობინებენ.

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის და ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ცნობით, მათ სახელმწიფო სამსახურებმა სტრასბურგში გამგზავრებაში ხელი შეუშალეს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბარში, გაზეთ „ქრონიკა +“-ის რედაქტორმა, ელისო კილაძემ, რომელიც ასევე გეგმავდა სტრასბურგში გამგზავრებას, განაცხდა, რომ ვიზიტის ორგანიზატორი ორგანიზაციის „ემიგრანტები ახალი საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი პაატა აბჟანდაძე, ქალაქ მიუნხენში, შეაჩერეს და განუმარტეს, რომ „ჯგუფში, რომელიც მას გერმანიაში შეჰყავდა, იმყოფებოდნენ ტერორიზმში ეჭვმიტანილი და ძებნილი პირები“.

ამ განცხადების საფუძველზე, სტრასბურგში გამგზავრების მსურველებმა, მიიჩნიეს, რომ გერმანიაში შესვლისას შესაძლოა მალხაზ მაჩალიკაშვილი დაეკავებინათ. სტრასბურგში გამგზავრების თაობაზე 26 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა. თემირლან მჩალაიკასვილის, ზაზა სარალიძისა და ელისო კილაძის განცხადებით.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეების დეტალებს 5-9 აგვისტოს სტრასბურგში გაეცნობიან საერთაშორისო უფლებადამცველები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. შეხვედრები გაიმართება ასევე ევროპის ომბუდსმენსა და „ჰიუმან რაიტს უოჩის“ წარმომადგენლებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG