Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას მიმართავს, ოკუპირებულ აფხაზეთში ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრების ჩასვლის თაობაზე


საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, გამოეხმაურა,ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრების ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ცნობას. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფიფასგან, მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოსგან, მოითხოვა შესაბამისი რეაგირება.

„რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს ნიგერიის ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები, ჩვენ ისევე როგორც სხვა მსგავს შემთხვევებში, დროული რეაგირებისთვის აღნიშნული ინფორმაცია და ჩვენი პოზიცია სრულად მივაწოდეთ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს - ფიფას. აგრეთვე შესაბამისი რეაგირებისთვის ინფორმაცია და მოთხოვნა გადაიგზავნა ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციაშიც.

ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო, ნებისმიერი მსგავსი ტიპის ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ყველა საშუალებას გამოიყენებს, რათა არ დაუშვას ქართული სახელმწიფოებრიობის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული სპორტული ქმედებები“
, - წერია საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აფხაზური საინფორმაციო სააგენტო Апсадгьыл-инфо -ის თანახმად .8 აგვისტოს, სოხუმის „დინამოს“ სტადიონზე იგეგმება, აფხაზეთის ე.წ. ახალგაზრდულ ნაკრებსა და ნიგერიის ახალგაზრდულ ნაკრებს შორის ამხანაგური თამაში.სააგენტოსვე ცნობით, ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრები სოხუმში, 6 აგვისტოს ელოდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG