Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნატოს სამი სამხედრო მოკლეს


თვითმკვლელის მიერ ბომბის აფეთქების შედეგად ავღანეთში ნატოს სამხედროები დაიხოცნენ. ჩეხეთის სამხედრო უწყებამ გაავრცელა ცნობა, რომ მოკლულები ჩეხი სამხედროები არიან. თავდასხმა მოხდა აღმოსავლეთ ავღანეთში, 5 აგვისტოს, ფარვანის პროვნციაში, ბაგრამის სამხედრო ბაზის მახლობლად. ჩეხეთის არმიის განცხადების თანახმად, მსხვერპლის ოჯახებს უკვე შეატყობინეს და თავდაცვის მინისტრმა, ლუბომირ მეტნარმა მათ სამძიმარი გადასცა. ჩეხეთის მთავრობამ ახლახან დაამტკიცა გეგმა, რომ 2020 წლისთვის ავღანეთში განთავსებული ჩეხი სამხედროების რიცხვი 230-დან 390-მდე გაიზრდება ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ჩარჩოებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG