Accessibility links

ბათუმის ეპარქიის მრევლი საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციის გამართვისთვის ემზადება


საკონსტიტუციო სასამართლო

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა კურთხევით 6 აგვისტოს 16:00 საათზე საკონსტიტუსიო სასამართლოს წინ მშვიდობიანი აქცია გაიმართება.

„გადავიხდით საჯანმრთელო პარაკლის ჩვენი შვილების კეათილდღეობისათვის“, ნათქვამია, განცხადებაში, რომელიც ბათმისა და ლაზეთის ეპარქიის ფეიბუკ გვერდზე გავრცელდა.

აქცია საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, მარიხუანის მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად ცნო.

„ამა წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ანტი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და ჩვენს შვილებს გზა გაუხსნა ჯოჯოხეთისკენ. ეს გადაწყვეტილება ორმაგად გამანადგურებელია ქართველი ერისთვის, რადგან დაბოლილი და ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანები ვერ შეძლებენ ქვეყნის მართვას, პედაგოგობას, ექიმობას, და ასე შემდეგ. ასევე "დაბოლილი" ადამიანები ვერ შეძლებენ მამობას და დედობას რაც განაპირობებს ერის დეგრადაციას და განადგურებას! ჩვენ ვერ შევძელით ჩვენი შვილების არიდება კანაფის მოხმარებისგან მაშინ როცა კანონი იყო მკაცრი და მითუმეტეს დღეს რაოდენ უძლური ვიქნებით ავარიდოთ ჩვენი შვილები ამ საწამლავს! ამიტომ გვმართებს ერთობა, რომ შევძლოთ ჩვენი მომავლის გადარჩენა“, - ნათქვამია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებაში.

აქციის ორგანიზატორები „ხელისუფლებას პრობლემის გამოსასწორებლად“ სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG