Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენესუელის პრეზიდენტი თავდასხმას გადაურჩა


ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე თავდასხმა განხორციელდა უპილოტო საფრენი აპარატით, რომელზეც ასაფეთქებელი მასალა იყო დამაგრებული. მადუროს მკვლელობის მცდელობისას 7 ადამიანი დაშავდა. თავდასხმის დროს მადურო ბოლივარიანული ეროვნული გვარდიის 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოდიოდა. "ეს იყო ჩემზე თავდასხმა, მათ ჩემზე თავდასხმა სცადეს", განაცხადა მადურომ მოგვიანებით მედიის საშუალებით. გენერალურმა პროკურორმა, ტარეკ უილიამ სააბმა სი-ენ-ენ-თან საუბარში თქვა, რომ მან დაინახა საფრენი აპარატი, რომელიც ღონისძიებას იღებდა და აფეთქდა. თუმცა ტელერეპორტაჟისას, რომელიც მალევე შეწყდა, "დრონები" არ შეუნიშნავთ. მოგვიანებით, 4 აგვიტოს, სამოქალაქო და სამხედრო მეამბოხეთა ჯგუფმა, "ეროვნულმა მოძრაობა ჯარისკაცები მაისურებში" იკისრა პსუხისმგებლობა მომხდარისთვის.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე იატაკქვეშეთში მოქმედმა ჯგუფმა „ფლანელის ჯარისკაცებმა“ აიღო. თავდასხმის შემდეგ მადურომ მოსახლეობას ტელეეთერით მიმართა და მკვლელობის მცდელობის ორგანიზებაში ვენესუელასა და კოლუმბიის მემარჯვენე ძალები და კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი დაადანაშაულა. „მე ღმერთი მიცავს, თუმცა აქ, ვენესუელაში მე ხალხი და ბოლივარიანული შეიარაღებული ძალები მიცავენ“, - განაცხადა მადურომ.

XS
SM
MD
LG