Accessibility links

ირანის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლების დროს ერთი კაცი მოკლეს


მეხუთე დღეა გრძელდება ეკონომიკური სირთულეებით გამოწვეული დემონსტრაციები ირანის ჩრდილოეთში. მედია იტყობინება პირველი მსხვერპლის შესახებ. გავრცელდა ცნობა შიიტთა სასწავლებელზე თავდასხმის გარშემო. სოციალური ქსელებით გავრცელდა ინფორმაცია დედაქალაქ თეირანში, ასევე ქარაჯში, შირაზში, მაშადში, ისპაანში და ყომში გამოსვლების შესახებ, რომლებიც წინ უსწრებს აშშ-ის სანქციების კვლავ ამოქმედებას ირანის წინააღმდეგ. სანქციების კვლავ ამოქმედება შედეგია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებისა, გამოეთიშოს აშშ 2015 წლის შეთანხმებას ირანთან ბირთვულ სფეროში. საპროტესტო გამოსვლებისს მიზეზი ინფლაცია და, ეროვნული ვალუტის, რეალის გაუფასურებაა. ვაშინგტონის სანქციები შეეხება ირანის ვაჭრობას, კერძოდ, სხვათა შორის, ოქროთი და სხვა ლითონებით, ასევე ქვანახშირით და ინდუსტრიასთან დაკაშირებული საინტერნეტო პროგრამებით. 4 აგვისტოს ირანის ფარსის სააგენტო იტყობინებოდა ქარაჯში საპროტესტო გამოსვლისას ერთი პირის მოკვლის შესახებ. ცნობით, თეირანიდან 50 კილომეტრში მდებარე ქალაქში, ღამით დემონსტრაციის დროს გამვლელი მანქანიდან ნასროლმა ტყვიამ ერთი კაცი იმსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG