Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა სარალიძე: დავრწმუნდი რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჩემი მოშორება


„დღეიდან გადავდივარ მე პირადად სათადარიგო გეგმის ამუშავებაზე“,- წერს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე თავის ფეისბუკ გვერდზე.

„ეხლა ვიქნებოდით გერმანიის მართლმსაჯულების წინაშე წარმდგარი მე,მალხაზ მაჩალიკაშვილი და ელისო კილაძე ტერორიზმის ბრალდებით. როგორც ირკვევა მალხაზ მაჩალიკაშვილიზე გასცა ინფორმაცია ხელისუფლებამ, რომ ის იყო ტერორისტობაში ეჭვმიტანილი და გერმანიის ძალოვნებს მიმართა მის დასაკავებლად.

ვინაიდან ჩვენ, მალხაზ მაჩალიკაშვილის თანმხლები პირები ვიყავით, მე და ქალბატონი ელისო, ესე იგი ჩვენც მიგვცემდნენ პასუხისგებაში როგორც ტერორისტის თანამოაზრეებს ანუ მსოფლიოს ჩვენ ვერანაირი გზით ვეღარ დავაჯერებდით ჩვენს სიმართლეს და ამით გამანეიტრალებდნენ მეც“.

ზაზა სარალიძე, სახელმწიფო უსარფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, ვახტანგ გომელაურსაც მიმართავს.

„ბატონო გომელაურო ის პიროვნებაც თქვენ გამოგყვებათ უკან ვისაც მიგზავნიდით ხოლმე მოლაპარაკებებზე, მიუხედავად იმისა რომ ოჯახის ახლობლად ვთვლიდი დღემდე“

  • პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის და ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ცნობით, მათ სახელმწიფო სამსახურებმა სტრასბურგში გამგზავრებაში ხელი შეუშალეს.
  • სტრასბურგში გამგზავრების თაობაზე 26 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა. თემირლან მჩალაიკასვილის, ზაზა სარალიძისა და ელისო კილაძის განცხადებით. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეების დეტალებს 5-9 აგვისტოს სტრასბურგში გაეცნობიან საერთაშორისო უფლებადამცველები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. შეხვედრები გაიმართება ასევე ევროპის ომბუდსმენსა და „ჰიუმან რაიტს უოჩის“ წარმომადგენლებთან.
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ დრომდე არ გამოხმაურებია, ზაზა სარალიძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის განცხადებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ განცხადების ან კომენტარის გაკეთების შემთხვევაში შეატყობინებენ.
XS
SM
MD
LG