Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის პრეზიდენტმა ჰიტლერი გაიხსენა ხორვატიიდან სერბთა განდევნის გარშემო საუბრისას


სერბიის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა ხორვატია შეადარა ნაცისტ ფიურერს ადოლფ ჰიტლერს, როცა 200 ათასზე მეტი სერბის ხორვატიიდან განდევნაზე ილაპარაკა 1991-1995 წლების ომის დროს. ხორვატია 1991 წელს გამოეყო იუგოსლავიას და ომი ჰქონდა ხორვატი სერბების ძალებთან ოთხი წლის განმავლობაში სუვერენიტეტის მოსაპოვებლად. ზაგრები აღნიშნავს თავის გამარჯვებას სამხედრო ოპერაცია „ოლუაში“ (ქარიშხალი), რომლის შედეგადაც მან სერბებით დაკავებული მიწები დაიკავა. ამ ოპერაციის დროს დახოცილთა რიცხვი დღემდე არ არს დადგენილი. „ჰიტლერს სურდა სამყარო ებრაელების გარეშე, ხორვატიას კი - სერბების გარეშე“, განაცხადა ვუჩიჩმა 5 აგვისტოს ცერემონიაზე, როცა სამხედრო ოპერაციის წლისთავს აღნიშნავდნენ. „ორივე შემხვევაში მოწოდება საბოლოო გასადწყვეტას ეხებოდა, თქვა სერბიის პრეზიდენტმა. სერბიისა და ევროკავშირის და ნატოს წევრის, ხორვატიის ურთიერთობა, კვლავ რჩება დაძაბული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG