Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიის ალპებში მომხდარ ავიაკატასტროფას 20 ადამიანი ემსხვერპლა


ადგილობრივი პოლიციის ცნობით, შვეიცარიის ალპებში მომხდარ ავიაკატასტროფას 20 ადამიანი ემსხვერპლა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდის, იუნკერს-25-ის ტიპის თვითმფრინავი რადარებიდან გუშინ გაუჩინარდა. ის პერიოდულად აწყობდა ექსკურსიებს ალპებში. კოლექციური თვითმფრინავი ეკუთვნის ავიაკომპანია „იუ-ეარს“, რომელმაც ფრენები დროებით შეაჩერა. დადგენილია, რომ თვითმფრინავი 2500-მეტრის სიმაღლის მთას შეეტაკა. პოლიციის თანახმად, თვითმფრინავს ეგრეთ წოდებული, შავი ყუთები არ ჰქონდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG