Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მედია: მოსკოვში მიხეილ ხუბუტიას შვილის ცხედარი იპოვეს


სააგენტო ინტერპრესნიუსი, ავრცელებს რუსეთის მედიის ცნობას, რომ ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას შვილი გარდაცვლილი იპოვეს. 26 წლის ნიკოლოზ ხუბუტიას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თავში აქვს მიყენებული. მისი ცხედარი ბინაში იპოვეს, სადაც კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი. „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, სამართალდამცველები თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG