სულ მცირე 91 კაცი დაიღუპა, ხოლო ასობით დაშავდა ინდონეზიის კუნძულ ლომბოკზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად. სამაშველო სამსახურები არ გამორიცხავენ დაღუპულთა რიცხვის გაზრდას. მიწისძვრამ, რომლის სიმძლავრე იყო 6,9 მაგნიტუდა, დაანგრია სახლები და დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. მიწისძვრის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლებამ დაიწყო ტურისტების ევაკუაცია, რომლებიც კუნძულ ლომბოკზე მრავლად არიან წლის ამ პერიოდში. 29 ივლისს ამავე კუნძულზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად 17 კაცი დაიღუპა.