Accessibility links

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ოთხი მედალი მოიპოვეს


საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულა რომში 3-5 აგვისტოს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა. ბელდუხ გავაშელიშვილის გაწვრთნილი გუნდი შეჯიბრებაში ათი სპორტსმენით ჩაერთო. მათ შორის საუკეთესოდ ზურაბ ურთაშვილმა იჭიდავა - 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოთხი შეხვედრა ჩაატარა, ოთხივე მოიგო და ევროპის ჩემპიონი გახდა.

ფინალში ურთაშვილმა 9:1 დაამარცხა თურქი ფეიზულა აკთურქი.
მესამე ადგილები დაიკავეს: თეიმურაზ ვანიშვილმა (57 კგ), რამაზ თურმანიძემ (61 კგ) და დემურ მეგენეიშვილმა (86 კგ).
გიორგი ელბაქიძეს (65 კგ), ივერიკო ჯულაყიძესა (70 კგ) და ბექა ნადაშვილს (92 კგ) თითო გამარჯვება დააკლდათ კვარცხლბეკზე ასასვლელად. სამივემ რეპეშაჟის ფინალში წააგო და მეხუთე ადგილს დასჯერდა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG