Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი აპირებს ირანთან მიმართებით აშშ-ის სანქციების დაბლოკვას


ევროკავშირი აპირებს ირანთან მიმართებით აშშ-ის სანქციების დაბლოკვას და ირანში ევროპული კომპანიების ინტერესების დაცვას. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინისა და ევროკავშირის სამი ქვეყნის - საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის - ფინანსთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში. განცხადების თანახმად, ბრიუსელი აუცილებლად მიიჩნევს ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების ძალაში დატოვებას. 7 აგვისტოს ევროკავშირში ძალაში შედის „ბლოკირების სტატუტი“. ის ევროპულ კომპანიებს ანიჭებს უფლებას, არ დაიცვან ამერიკული სანქციები და მოიპოვონ კომპენსაცია სანქციებით მიღებული ზარალისათვის. მოგერინისა და სამი ევროპელი მინისტრის ერთობლივი განცხადების გავრცელებამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გამოაცხადა ირანთან მიმართებით სანქციების მოსალოდნელი განახლების შესახებ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წელს მაისში ირანი დაადანაშაულა ტერორიზმის მხარდაჭერაში და გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ ვაშინგტონში გადის ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებიდან. ტრამპმა გამოაცხადა აგრეთვე თეირანის საწინააღმდეგო სანქციების სრული მასშტაბით განახლების შესახებ. ევროკავშირი არ აპირებს ასეთივე ნაბიჯის გადადგმას.

XS
SM
MD
LG