Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორი რენდ პოლი: „გვჭირდება დიალოგი“ რუსეთთან


გავლენიანმა ამერიკელმა სენატორმა, რენდ პოლმა მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა, რომ აშშ-მა უფრო აქტიური დიალოგი უნდა აწარმოოს რუსეთთან და ღია უნდა ჰქონდეს კომუნიკაციის არხები. რუსეთში ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია იმის თქმა, რომ საჭიროა დიალოგი გვქონდესო, განაცხადა რენდ პოლმა - რესპუბლიკელმა სენატორმა კენტაკის შტატიდან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა. ის შეხვდა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს და აღნიშნა, რომ რუსეთი და აშშ ერთმანეთისაგან ძალიან მცირე მანძილით არიან დაშორებული მსოფლიოს მრავალ ცხელ წერტილში, სირიის ჩათვლით. ჩემი აზრით, ძალიან დიდი შეცდომა იქნებოდა, კომუნიკაციის ღია არხების არ-ქონაო, განაცხადა პოლმა. ის არის ერთ-ერთი სულ ორი სენატორიდან, რომელიც გამოვიდა რუსეთისთვის 2017 წელს ფართომასშტაბიანი სანქციების დაწესების წინააღმდეგ. რენდ პოლი აქებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევას რუსეთთან დაახლოებისაკენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG