Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში დაიბარეს რუსეთის წარმომადგენელი მოსკოვის „აგრესიულ ჩარევასთან“ დაკავშირებით

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვაშინგტონში რუსეთის საქმეთა რწმუნებული დაიბარა მოსკოვის მცდელობის გამო, სოციალური მედია გამოიყენოს „ძალადობის მხარდასაჭერად“ და აშშ-ის საზოგადოებაში განხეთქილების დასათესად. რუსეთმა დაგმო ეს ნაბიჯი, რომელსაც „მეგაფონიანი დიპლომატია“ უწოდა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ჰეზერ ნაუერტმა, 5 აგვისტოს ტვიტერში დაწერა, რომ „(სახელმწიფო) მდივნის მოადგილემ, (უეს) მიჩელმა რუსეთის საქმეთა რწმუნებული (დმიტრი) ჟირნოვი დაიბარა განმარტების მისაღებად კრემლის მცდელობებთან დაკავშირებით, გამოიყენოს სოციალური მედიის ანგარიშები აშშ-ში ძალადობისა და უთანხმოების გაღვივების მხარდასაჭერად - ჩვენ არ შევეგუებით ამ აგრესიულ ჩარევას“. ნაუერტის ტექსტი მიბმულია 1 აგვისტოს განცხადებასთან, რომელიც ეხება ფეისბუკის ცნობას კონგრესის შუალედურ არჩევნებზე, სავარაუდოდ, რუსეთის გავლენის „დახვეწილი“ მცდელობის შესახებ.

XS
SM
MD
LG