სულ ცოტა, ერთი ადამიანი დაიღუპა და 50-მდე ადამიანი დაიჭრა იტალიაში, ბოლონიის აეროპორტის მახლობლად ესტაკადაზე მომხდარი აფეთქების შედეგად. წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანა, რომლითაც საწვავი გადაჰქონდათ, ავარიაში მოჰყვა და ცეცხლში გაეხვია. ცეცხლი მოედო ახლოს მყოფ ავტომანქანებსაც, აფეთქების შედეგად ჩაიმსხვრა რამდენიმე სახლის მინები. ნაწილობრივ ჩამოიშალა ესტაკადა. პოლიციის ცნობით, ბოლონიის აეროპორტის მუშაობა არ შეფერხებულა.
მსხვერპლი მოჰყვა ბოლონიასთან ავტოსაგზაო შემთხვევისას მომხდარ აფეთქებას