Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სტუმრობენ პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები


საქართველოს ესტუმრნენ პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები იაცეკ ჩაპუტივიჩი, ლინას ლინკევიჩიუსი და ედგარს ლინკევიჩსი 2008 წლის აგვისტოს ომის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით. მათ აეროპორტში დახვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი. ვიზიტის გეგმით, სტუმრები მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს, პატივს მიაგებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნას და შეხვდებიან ქვეყნის პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG