Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექვსი ადამიანია დაკავებული ტყიბულის შახტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით


ტყიბულის შახტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დაკავებულია კომპანია „საქნახშირის“ ექვსი თანამშრომელი. მათგან ოთხი ტყიბულში, ხოლო ორი - ქუთაისში პოლიციის შენობაში მოათავსეს. მედიასაშუალებების თანახმად, დაკავებულების ახლობლებისათვის უცნობია, რას ედავება მათ გამოძიება. დაკავებულებს შორის არიან შახტის დირექტორი და მთავარი ინჟინერი. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, რამდენიმე პირის დაკავება უკავშირდება არა ბოლოს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, არამედ რამდენიმე თვის წინანდელ აფეთქებას, რომელსაც ასევე მოჰყვა მსხვერპლი. ბოლო ტრაგიკული შემთხვევა თარიღდება 2018 წლის 16 ივლისით, როცა მინდელის შახტში ოთხი მეშახტე დაიღუპა და 6 დაშავდა. მანამდე სამი თვით ადრე კი, 5 აპრილს, მინდელის შახტში 6 ადამიანი დაიღუპა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გამოძების დასრულებამდე შახტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. 2010 წლიდან დღემდე მინდელის შახტში 27 მაღაროელი დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG