Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: ტყიბულის შახტთან დაკავშირებით დაკავებულმა პირებმა დაარღვიეს „ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნები


შსს საგანგებო განცხადებით ეხმაურება ტყიბულის შახტებში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით შვიდი პირის დაკავებას. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი აცხადებს: "იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკავებული არიან: მინდელის სახელობის შახტის დირექტორი - ა. ა., ამავე შახტის მთავარი ინჟინერი - გ.კ., შახტის მენეჯერი - მ.კ., N1 ნახშირმოპოვებითი უბნის უფროსი მ.ა., ამავე უბნის უფროსის მოადგილე - ტ.ა. და უფროსის თანაშემწე გ.ქ.გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირების მიერ დარღვეულ იქნა „ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნები, რომლის თანახმად, აკრძალულია იმ შახტებში მუშაობა, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების წესები". ტყიბულის შახტებში ბოლო ტრაგიკული შემთხვევა თარიღდება 2018 წლის 16 ივლისით, როცა მინდელის შახტში ოთხი მეშახტე დაიღუპა და 6 დაშავდა. მანამდე სამი თვით ადრე კი, 5 აპრილს, მინდელის შახტში 6 ადამიანი დაიღუპა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გამოძების დასრულებამდე შახტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. 2010 წლიდან დღემდე მინდელის შახტში 27 მაღაროელი დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG