Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორავას ქუჩის მკვლელობა - ბრალდებულებმა დუმილი არჩიეს


კომისიის სხდომა
კომისიის სხდომა

7 აგვისტოს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრებთან შეხვედრისას, დუმილის უფლება გამოიყენეს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე დაკავებულებმა. მათ დანაშაულის დაფარვა ედებათ ბრალად. დაკითხვა ვერ შედგა - უთხრა ჟურნალისტებს გლდანის ციხიდან გამოსულმა კომისიის წევრმა სერგი კაპანაძემ.

„ამ ეტაპზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მათ აქვთ დუმილის უფლება, რასაც იყენებენ კიდეც. აქედან გამომდინარე ჩვენი გასაუბრებები დღეს არ შედგა".

კომისიის წევრებს ბრალდებულებმა განუცხადეს, რომ ხორავას საქმეზე ჩვენებას მხოლოდ სასამართლოს მისცემენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG