ბელორუსიაში სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს ორი დამოუკიდებელი მედიასაშუალების მინსკის ოფისები და დააკავეს სამი ჟურნალისტი. მათ ბრალად უყენებენ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოსაგან ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებას. რეიდებითა და დაკავებებით გრძელდება პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მიმართ კრიტიკული მედიის საწინააღმდეგო რეპრესიები. ბელორუსიის უდიდესმა ინტერნეტპორტალმა Tut.by-მ 7 აგვიტოს გაავრცელა ცნობა, რომ მინსკის პოლიციის თანამშრომლებმა წარუდგინეს ჩხრეკის ორდერი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებასთან დაკავშირებული გამოძიების ჩასატარებლად. ორდერი იყო გაცემული ინტერნეტპორტალ BelaPan-ის ოფისის გასაჩხრეკადაც. ბელორუსიის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, Tut.by-ის, BelaPan-ისა და კიდევ ერთი საინფორმაციო საშუალების, „ბელარუსკაია ნაუკას“ ოფისების კომპიუტერებში იყენებდნენ არასაკუთარ ანგარიშებსა და პასვორდებს, რათა აეღოთ ინფორმაცია ოფიციალურ სააგენტო "ბელტა"-ს ფასიანი განყოფილებიდან.
ბელორუსიაში დააკავეს სამი დამოუკიდებელი ჟურნალისტი