Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნი მხარდამჭერებს მოუწოდებს საპენსიო რეფორმის გაპროტესტებისაკენ


რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ სექტემბერში მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება აქციები საპენსიო რეფორმის გასაპროტესტებლად. ის მხარდამჭერებს მოუწოდებს ​9 სექტემბერს - რუსეთში ადგილობრივი არჩევნების დღეს - შეიკრიბონ მიტინგებზე. კანონპროექტით, რომელიც კანონმდებლებმა პირველი მოსმენით დაამტკიცეს 19 ივლისს, ქალთა საპენსიო ასაკი 63 წლამდე (2034 წლისთვის) უნდა გაიზარდოს, ხოლო მამაკაცების - 65 წლამდე (2028 წლისთვის). ამჟამად ქალების საპენსიო ასაკია 55, მამაკაცების კი 60 წელი. რეფორმის გეგმამ, რომელიც გასულ თვეში გამოაცხადეს, გამოიწვია მკვეთრად უარყოფითი რეაქცია და პრეზიდენტ პუტინის მიმართ მხარდაჭერის კლება. 28 ივლისს ათიათასობით დემონსტრანტი მონაწილეობდა რუსეთის სხვადასხვა კუთხეში გამართულ აქციებში. 2,9 მილიონზე მეტმა ადამიანმა ხელი მოაწერა პეტიციას საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ Change.org.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG