Accessibility links

კოსოვო და სერბია თანხმობას აცხადებენ განიხილონ სასაზღვრო ცვლილებები


კოსოვოსა და სერბიაში ხელისუფლების მაღალჩინოსნები თანხმობას აცხადებენ განიხილონ სასაზღვრო ცვლილებები, რაც წარმოადგენს ნაწილს სამშვიდობო შეთანხმებისა, რომელმაც უნდა დაასრულოს კოსოვოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული, ხანგრძლივი უთანხმოება. ეს უთანხმოება, თავის მხრივ, კოსოვოსაც და სერბიასაც ევროკავშირისკენ გზაზე უქმნის წინაღობას. მაგრამ სკეპტიკოსები 7 აგვისტოს გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ შესაძლოა მთელი ბალკანეთის რეგიონის დესტაბილიზაცია მოჰყვეს ამ შეთანხმებას - რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ სერბიის ძირითადად ეთნიკური ალბანელებით დასახლებული ნაწილის გაცვლას ჩრდილოეთ კოსოვოში ძირითადად ეთნიკური სერბებით დასახლებულ ტერიტორიებში. კოსოვოს პრეზიდენტი, ჰაშიმ ტაჩი გამოვიდა წინადადებით, რომ სერბიის პრესევოს ხეობის კოსოვოსთან მიერთების იდეაზე შესაძლოა იმსჯელონ პრიშტინასა და ბელგრადს შორის ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკების მომავალ რაუნდზე, რომელიც სექტემბერში ბრიუსელში უნდა გაიმართოს. პრესევოს ხეობის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ეთნიკური ალბანელია, ისევე, როგორც სამხრეთ სერბიის მეზობელი რეგიონებისა. კოსოვომ სერბიისგან დამოუკიდებლობა 2008 წლის თებერვალში გამოაცხადა და ის გაეროს 100-ზე მეტ წევრ ქვეყანას აქვს აღიარებული. მაგრამ ბელგრადი, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს, უარს აცხადებს კოსოვოს სახელმწიფოდ აღიარებაზე.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG