Accessibility links

მაიკ პომპეოსა და გიორგი მარგველაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა


რამდენიმე წუთის წინ შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს პრეზიდენტსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის. ამის შესახებ განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარე ღონისძიებაზე: „მოგეხსენებათ, აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, სუვერენიტეტისადმი არის განსაკუთრებით ძლიერი ყოველთვის და სულ რამდენიმე წუთის შედგა საუბარი პრეზიდენტ მარგველაშვილსა და სახელმწიფო მდივან პომპეოს შორის, თავად პომპეოს ინიციატივით, სადაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი“.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG