Accessibility links

რუსეთის ყოფილი საელჩოს წინ ოკუპაციას აპროტესტებენ


რუსეთის ფედერაციის ყოფილ საელჩოსთან მიმდინარეობს საზოგადოებრივი მოძრაობა რუსეთი ოკუპანტია • Russia Is An Occupant აქცია ”10 წელი ომიდან”. „ყურადღება, ეს არაა საზღვარი, ეს მავთულხლართია“, „არა ოკუპაციას“, „VOVA go home”, „დრო ვერ განკურნავს ოკუპაციას“, „გახსოვდეს შენი ისტორია - 07.08.08“ - ამ შინაარსის პლაკატებით ხელში აქციაზე მისული ახალგაზრდები აცხადებენ, რომ ისინი ჩაერთვებიან ჰიბრიდულ ომში და ეცდებიან შეეწინააღმდეგონ რუსული ბოტების ცრუ საინფორმაციო კამპანიას. აქციის მონაწილეები ყოფილი საელჩოს შენობასთან მივიდნენ საქართველოს დროშებით, ოკუპაციის ამსახველი ფოტოებით, იქვე მოაწყვეს ხელოვნური მავთულხლართები, როგორც ე.წ. ბორდერიზაციის სიმბოლო. „საქართველოს არასოდეს დაავიწყდება ოკუპაცია“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები. აქციაზე ქართული ბენდები უკრავენ და ასე უერთდებიან ანტისაოკუპაციო პროტესტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG