Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-საქართველოს საზღვართან ავტომობილების გრძელი რიგია


რუსეთ-საქართველოს საზღვართან სააათობით უწევთ ლოდინი ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ავტომობილით გასავლელად. რადიო თავისუფლების შეკითხვას, რატომ დგას გრძელი რიგი საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, თემურ კეკელიძემ ფეისბუკში უპასუხა, რომ დიდია საქართველოდან რუსეთში გამსვლელი მანქანების რაოდენობა. მეორე მხრივ, 7 აგვისტოს ჩრდილოეთ ოსეთის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მთავარმა სამმართველომ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის მხრიდან რიგში იდგა 300-მდე ტრაილერი და 1200-მდე მსუბუქი ავტომანქანა. მანქანების რიგი რვა კილომეტრს აღწევს და, არაოფიციალური ინფორმაციით, ხალხს ზოგ შემთხვევაში 10 საათამდე უწევს ლოდინი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG