Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის სასამართლომ „კორცხელის საქმეზე“ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო


ზუგდიდის სასამართლო
ზუგდიდის სასამართლო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „კორცხელის საქმეზე“ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო და გირაოს გადახდა დააკისრა. ბრალდებულ გიორგი გოგიძეს 3 000 ლარის გადახდა დაეკისრა, გიორგი გიგაურს - 4 000 ლარის, ნოშრევან წურწუმიას - 5000 ლარის, კობა ტყეშელაშვილს - 6000-ის, ვლადიმერ გეგეშიძეს კი - 7 000 ლარის.

ბრალდებულებს განაჩენი შეცვლილი, 125-ე მუხლით გამოუტანეს. მანამდე მათ ბრალი ხულიგნობის მუხლით ჰქონდათ წარდგენილი, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც, მოსამართლის სიტყვებით, პროკურატურამ ვერ წარადგინა.

გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ დღეს, რამდენიმესაათიანი შესვენების შემდეგ, გამოაცხადა. სასამართლო განხილვები წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. ინციდენტთან დაკავშირებით დაიკითხა 102 მოწმე. საქმეში არსებული მასალები შეადგენს რვა ტომს.

2016 წლის 22 მაისს შუალედურ არჩევნებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში საარჩევნო უბანთან სპორტსმენები და"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შედეგად ექვსი ადამიანი საავადმყოფოშიც მოათავსეს სხვადასხვა დაზიანებით, მათ შორის ორი პოლიციელი. ინციდენტისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებსაც.

XS
SM
MD
LG