Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა აგვისტოს ომის მონაწილე ექიმები დააჯილდოვა


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გორში, სამხედრო ჰოსპიტლის ეზოში შეხვდა ექიმებს, რომლებიც აგვისტოს ომის დროს ასრულებდნენ თავის პროფესიულ მოვალეობას. 2008 წლის აგვისტოში, გორის ჰოსპიტლის ეზოში დაიღუპა ექიმი გიორგი აბრამაშვილი. მისი სახელი გორის ერთ-ერთ ქუჩას დაარქვეს. პრეზიდენტმა ჰოსპიტლის ეზოში გვირგვინით შეამკო ომის დროს დაღუპული მედიცინის მუშაკების მემორიალი.

„დღეს მადლობას გეუბნებით თქვენ, ექიმებს, ყველაზე ჰუმანური და ადამიანზე ორიენტირებული პროფესიის წარმომადგენლებს. თქვენ ბრძოლის ველზე ხართ ბოლო იმედი გაჭირვებაში მყოფი ჯარისკაცებისთვის. აღმაფრთოვანებელია თქვენი საქმიანობა, ხოლო თქვენი ღვაწლი ათი წლის წინანდელ ამბებში არ გვაკარგვინებს იმედს, რომ ჩვენი სამშობლო ისევ გამთლიანდება“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ექიმები (ზოგიერთი მათგანი სიკვდილის შემდეგ) ღირსების ორდენებით დააჯილდოვა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოვლენილი მამაცობისათვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG