Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდონეზიაში 130-ს გადააჭარბა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა


ინდონეზიაში 131-მდე გაიზარდა მიწისძვრის შედეგად დაღუპულების რიცხვი. ამ ცნობას ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“. კუნძულ ლომბოკზე კვირას მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე იყო 6,9. დაღუპულთა უმრავლესობა შენობების ნგრევამ იმსხვერპლა. ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ კუნძულ ბალიზეც. ლომბოკი მრავალ უცხოელ ტურისტს იზიდავს. ზოგ დაზარალებულ რეგიონში ჯერაც ვერ ჩააღწიეს მაშველებმა გზებისა და ხიდების დაზიანების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG