Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში პატივს მიაგებენ რუსეთთან ომში დაღუპულებს


რუსეთ-საქართველოს ომიდან მეათე წლისთავის გამო მეორე დღეა პატივს მიაგებენ ომში დაღუპულთა ხსოვნას. საქართველოს ქალაქებში გრძელდება რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული აქციები, გვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენები და დოკუმენტური ფილმების ჩვენება. რუსთავის, გორის, ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის და სხვა ქალაქების მემორიალებთან სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი ხელისუფლების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს რუსეთთან ომში დაღუპულთა ხსოვნას.

რუსეთთან ომში დაღუპულებს გორსა და შინდისში მიაგეს პატივი პრეზიდენტობის კანდიდატმა, „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელმა დავით უსუფაშვილმა და "ეროვნული ფორუმის" და "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებმა. 2008 წლის აგვისტოში რუსულ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში შინდისთან დაღუპული 17 გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლებმაც. 21 საათზე, გორის ცენტრალურ მოედანზე, საქართველოს კონტურის შიგნით სანთლებით დაიწერება ომის თარიღი, მოქალაქეები ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ და დუმილით მიაგებენ პატივს აგვისტოს ომში დაღუპულებს. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთთან ომს ემსხვერპლა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG