Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიფამ არაფერი იცის ოკუპირებულ აფხაზეთში ნიგერიის ნაკრების ჩასვლაზე


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციისგან მიიღო წერილი იმის შესახებ, რომ ფიფას მონაცემთა ბაზებში არ იძებნება არანაირი ინფორმაცია ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრების შესაძლო თამაშზე საქართველოს აფხაზეთის რეგიონში. „მეტიც, აფრიკის კონტინენტზე ფიფას ოფიციალური წარმომადგენელი დაუკავშირდა ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, სადაც ოფიციალურად უარყვეს ინფორმაცია ნიგერიის რომელიმე ასაკობრივი ნაკრების სოხუმში ჩასვლის თაობაზე“ - ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ 8 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში. ფედერაციამ ფიფას მას შემდეგ მიმართა, რაც ამ დღეებში მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოხუმში დაგეგმილია ოკუპირებული აფხაზეთის და ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფიფას 5 აგვისტოს მიმართა. 6 აგვისტოს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბაგრატ ხუტაბამ ადგილობრივ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისის პროტესტის მიუხედავად, მატჩი 8 აგვისტოს, 18 საათზე გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG