Accessibility links

ავღანეთში რვა სამოქალაქო პირი დაიღუპა გზის პირას მომხდარი აფეთქების შედეგად


ავღანეთში რვა სამოქალაქო პირი დაიღუპა გზის პირას ჩადებულ ბომბზე ავტომანქანის აფეთქების შედეგად. დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. პოლიციის ცნობით, აფეთქება მოხდა ჩრდილოეთ ავღანეთში მდებარე ბალხის პროვინციაში. პროვინციის პოლიციის უფროსმა შერ ჯან დურანიმ თალიბანი დაადანაშაულა თავდასხმაში. იუწყებიან აგრეთვე, რომ თალიბები თავს დაესხნენ პოლიციის ბლოკ-პოსტს დასავლეთში მდებარე ჰერათის პროვინციაში, მოკლეს რვა პოლიციელი. პროვინციის პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, ბრძოლის დროს მოკლეს ექვსი თავდამსხმელი.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG