Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის ქუჩებში გაჩნდა წარწერები: „რუსეთი ოკუპანტია“, "არ შეეგუო ოკუპაციას"


აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე ზუგდიდის ქუჩებში გაჩნდა წარწერები: „რუსეთი ოკუპანტია“ და „არ შეეგუო ოკუპაციას“. წარწერები ქალაქის ცენტრალურ უბნებში კედლებსა და ტროტუარებზე წუხელ გააკეთეს. ავტორს თავისი ვინაობის გასაჯაროება არ სურს.

ზუგდიდში აგვისტოს ომში დაღუპულებს იხსენებენ. ადგილობრივი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს დაღუპული მეომრების საფლავები. წუხელ იუსტიციის სახლთან სიმბოლურად სანთლებით გამოსახეს თარიღი 08.08.08, ცაში კი ფრანები გაუშვეს. საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას განცხადებით, მალე დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად იუსტიციის სახლის უკან ხსოვნის მემორიალი გაიხსნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG