Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკოს ადმინისტრაციამ თავდაპირველი უარის მერე დაადასტურა, რომ გაიმართა შეხვედრა მანაფორტის გუნდთან


რადიო თავისუფლებამ მოიპოვა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი 2014 წელს შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ მენეჯერს, პოლ მანაფორტს. მანაფორტს ამჟამად აშშ-ში ასამართლებენ თაღლითობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით. შეხვედრა გაიმართა მანამ, სანამ პოროშენკო - შეძლებული ბიზნესმენი - 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებდა. „გვქონდა შეხვედრა, კი. მაგრამ არ გვქონია ურთიერთობა“ მანაფორტის გუნდთანო, უთხრა პოროშენკოს პრესმდივანმა დარია ხუდიაკოვამ რადიო თავისუფლებას 8 აგვისტოს ტელეფონით საუბრის დროს. ეს სიტყვები ეწინააღმდეგება ოფიციალურ განცხადებას, რომელიც პოროშენკოს ადმინისტრაციამ 2 აგვისტოს გამოუგზავნა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას: მასში ნათქვამია, რომ პეტრო პოროშენკოს გუნდს არასოდეს უთანამშრომლია არც მანაფორტთან, არც მის ხალხთან. რადიო თავისუფლება მას შემდეგ დაინტერესდა მანაფორტისა და პოროშენკოს გუნდებს შორის შესაძლო კონტაქტის თემით, რაც მანაფორტის სასამართლო პროცესის დაწყებამდე, ამ თვეში გავრცელდა ელფოსტით გაგზავნილი წერილი, რომელშიც ნახსენებია პოროშენკოს ინიციალები, პ.პ. მანაფორტის მიმართ მიმდინარეობს აგრეთვე გამოძიება 2016 წელს აშშ-ის საარჩევნო კამპანიაზე რუსეთის გავლენასთან კავშირში ეჭვმიტანით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG