Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველმა მშვილდოსნებმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვეს


საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრები სოფიაში 31 ივლისიდან 4 აგვისტომდე გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - ევროპის გრან პრიზე - ჩემპიონი გახდა. ქართულმა სამეულმა - მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ქრისტინე ესებუამ და დედა-შვილმა ხათუნა ნარიმანიძემ და ციკო ფუტკარაძემ -საკვალიფიკაციო ეტაპი მეცხრე ადგილით დაასრულა. ფინალის გზაზე მოუგო ესტონეთის, უკრაინისა და ბელარუსის ნაკრებებს, საჩემპიონო შეხვედრაში კი იაპონიას აჯობა - 5:3.

ბულგარეთის გრან პრიზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებიც გამოვიდა. ლაშა ფხაკაძის, ზურაბ მესტვირიშვილისა და ჯაბა მოსეშვილის ტრიომ საკვალიფიკაციო ეტაპზე მეთოთხმეტე ადგილი დაიკავა. პლეი ოფის პირველ წრეში საქართველომ ისრაელს მოუგო, შემდეგ კი დამარცხდა ჰოლანდიასთან.

შერეული წყვილების შეჯიბრებაში ქრისტინე ესებუამ და ლაშა ფხაკაძემ საკვალიფიკაციო ეტაპზე მეცამეტე შედეგი აჩვენეს, შემდეგ საბერძნეთს აჯობეს და ტურნირს რუსეთთან მარცხით გამოეთიშნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG