Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხრა ეროვნული გმირის ამბავს მეათეკლასელები საპილოტე რეჟიმში ისწავლიან


2018-2019 სასწავლო წლიდან 20 სკოლის მეათეკლასელები საპილოტე რეჟიმში ისწავლიან აგვისტოს ომის გმირების ისტორიას. ცხრა ეროვნული გმირის ამბავს მოსწავლეები გაეცნობიან თავდაცვისა და უსაფრთხოების სწავლების დროს. სკოლებში არჩევითი იქნება საგანი "თავდაცვა და უსაფრთხობა", რომელიც უკვე მომზადდა განათლებისა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომლობით. ამის შესახებ მედიასთან საუბარში აღნიშნა განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს სამოქალაქო განათლების ექსპერტმა შალვა მეკრავიშვილმა. მისი განცხადებით, სახელმძღვანელოზე მუშაობაც დასრულდა და დასაბეჭდად მზადაა. სახელმძღვანელოში ცალკე თავი დაეთმობა 2008 წლის აგვისტოს ომს.

XS
SM
MD
LG