Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა მესაზღვრეებმა ქვეყნიდან არ გაუშვეს „პუსი რაიოტის“ წევრი მარია ალიოხინა


რუსმა მესაზღვრეებმა ლონდონში გამგზავრების საშუალება არ მისცეს ფემინისტურ პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ წევრს, მარია ალიოხინას. როგორც ალიოხინამ უთხრა ინტერნეტ-გამოცემა „მედიაზონას“, მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტში საპასპორტო კონტროლის თანამშრომელმა ქალმა თქვა, რომ ალიოხინას დოკუმენტები „დამატებით შემოწმებას“ საჭიროებს. ამის მერე „პუსი რაიოტის“ წევრთან მივიდა ახალგაზრდა კაცი, რომელმაც მას თავი წარუდგინა, როგორც უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომელმა. ალიოხინა ლონდონის გავლით უნდა ჩასულიყო ედინბურგში, სადაც „პუსი რაიოტი“ წარმოდგენას გამართავს თეატრის ფესტივალზე. 7 აგვისტოს ალიოხინამ რამდენიმე აქტივისტთან ერთად გამართა აქცია სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის შენობასთან მოსკოვში. მათ გააპროტესტეს რუსეთის ციხეებში ადამიანების წამება, რის შესახებაც ბევრი ცნობა ვრცელდება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG