Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა ჯარისკაცებს მიმართა სენაკის ბაზაზე


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე სენაკში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 ქვეით ბრიგადას ეწვია და ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა.

„თქვენთან ერთად ვგლოვობ ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ჟურნალისტებს, ჩვენს ექიმებს, რომლებიც შეეწირნენ ტრაგიკულ დღეებს, მაგრამ ვხედავ იმ გამარჯვებასაც, რომელსაც თქვენი რწმენა და სიმტკიცე მიაღწევს... დღეს თქვენ აქ დგახართ ბევრად უკეთ შეიარაღებულები, ბევრად უკეთესი ცოდნით და ბევრად უფრო ძლიერი სახელმწიფო გიმაგრებთ ზურგს. თქვენ გვერდით დგას და თქვენი მოკავშირეა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო გაერთიანება. თქვენი ქვეყნის მოკავშირეები არიან ქვეყნები, რომლებიც ყველაზე ძლიერ ეკონომიკურ ბლოკს წარმოადგენენ თანამედროვე მსოფლიოსი და ბუნებრივია ის ვალი, ის ფიცი, რომელიც თქვენი სამშობლოს წინაშე დადეთ, თქვენც ამ ფიცს შეასრულებთ და დაიცავთ ჩვენი მოქალაქეების მშვიდ ცხოვრებას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

აგვისტოს ომის ათი წლისთავის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეც იმყოფებოდა, სადაც გვირგვინით შეამკო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი. შემდეგ კი გორის ჰოსპიტალში ომის მონაწილე ექიმებს შეხვდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG