Accessibility links

აშშ რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს სკრიპალების საქმის გამო


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ აშშ-ის დასკვნით, რუსეთმა ქიმიური იარაღი გამოიყენა ბრიტანეთში მამა-შვილ სკრიპალებზე თავდასხმის მიზნით და ამის გამო ვაშინგტონი რუსეთს უწესებს ახალ სანქციებს, რომლებიც 22 აგვისტოდან ამოქმედდება. რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი, ბრიტანული სპეცსამსახურების აგენტი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 2018 მარტში, ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს რუსული წარმომავლობის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, „ნოვიჩოკით.“ იულია სკრიპალი სოლსბერის ჰოსპიტლიდან აპრილში გაწერეს, სერგეი სკრიპალი კი მაისში. მათი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებულია. სკრიპალებზე თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის მთავრობამ პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG