Accessibility links

მწერალმა სვეტლანა ალექსიევიჩმა მუქარის გამო გააუქმა უკრაინაში ღონისძიება


ბელორუსი მწერალი და ნობელის პრემიის ლაურეატი, სვეტლანა ალექსიევიჩი ამბობს, რომ მუქარის გამო გააუქმა უკრაინის ქალაქ ოდესაში მკითხველთან დანიშნული შეხვედრა. ალექსიევიჩმა 8 აგვისტოს გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომ მას მუქარის შესახებ შეატყობინეს და შეხვედრის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს გაეუქმებინათ ქალაქის მწვანე თეატრში დანიშნული ღონისძიება. მწვანე თეატრმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ალექსიევიჩის სახელი შეხვედრის დაწყებამდე ოთხი საათით ადრე დაემატა "უკრაინის მტრების" სიას, რომელსაც აქვეყნებს უკრაინული ნაციონალისტური ვებსაიტი "მიროტვორეცი". ვებსაიტი ალექსიევიჩს ადანაშაულებს "ეთნოსთაშორის შუღლის გაღვივებაში და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მანიპულირებაში" სიტყვაში, რომელიც ალექსიევიჩმა 2016 წელს წარმოთქვა ნიუ-იორკში, ბრუკლინში. კიდევ რამდენიმე საათში თეატრმა ალექსიევიჩის სახელი სიიდან ამოიღო, მაგრამ მწერალმა და თეატრმა გადაწყვიტეს გაეუქმებინათ ღონისძიება, რათა თავიდან აეცილებინათ "შესაძლო საფრთხეები ალექსიევიჩისთვის და თეატრის აუდიტორიისთვის".

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG